გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დაბრუნების დროა!“ – პრეზიდენტის მიმართვა დიასპორას

საქართველოს პრეზიდენტმა თავის საახალწლო მიმართვაში ქართული დიასპორის მისამართით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დროა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნდნენ, ვინაიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივა დიდწილად მათზეც არის დამოკიდებული.

„მინდა მივმართო დიასპორას, ვუსურვო ძალიან ბედნიერი წელი და ვუთხრა, რომ დღეს, ალბათ, დაბრუნების დროა, რამეთუ ახალი, ევროპული პერსპექტივა თქვენზეცაა დამოკიდებული. თქვენ ხართ ის, ვისაც შეუძლია აქ ჩამოიტანოს სწორედ ის წესები და სტანდარტები, რომელიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ, რადგან არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც შემდეგ სხვებისგან იქნება შევსებული“ – აცხადებს პრეზიდენტი თავის ოფიციალურ მიმართვაში.

3 კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *