გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოქალაქეობის აღდგენაზე მიმართვის ვადა გახანგრძლივდა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეობის აღდგენის, შენარჩუნებისა და მინიჭების ვადები შეიცვალა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე, დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ.

ამასთან, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოიწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად.

ამ ცვლილებების მიღებამდე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის წინა რედაქციით, აღნიშნული ვადები 2022 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა.

1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები