ჩვენი მისია
„დაბრუნება მომავლისთვის“ პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა და ამ მიზნით, მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზებაა.
ორგანიზაციის მისიაა, საქართველოში შეიქმნას თანამემამულეთა რეპატრიაციის პირველი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას;
შესთავაზებს მათ ქართული ენის და ისტორიის შემსწავლელ უფასო კურსებს;
გაუწევს იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ თემებზე, მათ შორის, მოქალაქეობის სტატუსის მინიჭება/აღდგენა/შენარჩუნების, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვების, საყოველთაო ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებში.
ასევე, ორგანიზაციის ექსპერტები, სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს გაუწევენ უფასო კონსულტაციას, საქართველოში მოქმედი საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის ირგვლივ.
პროექტის ამოცანაა რეპატრიანტების პრობლემების ადვოკატირება, ყველა შესაძლო ინსტრუმენტით ნებისმიერ პლატფორმაზე.
პროექტი სამშობლოში დაბრუნებულ მოქალქეებს დაეხმარება რეპატრიაციის პროცესის თანმიმდევრულ წარმართვში, რაც პერსპექტივაში საქართველოს სამოქალაქო და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლერებას შეუწყობს ხელს.
საქმიანობა
ა(ა)იპ ,,დაბრუნება მომავლისათვის’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირია, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და წესდების საფუძველზე. ორგანიზაცია იცავს სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებულ ან/და დაბრუნების მსურველ თანამემამულეებს გაუწევს მხარდაჭერას მათთვის საჭირო სერვისების მიღებაში.
შეიმუშავებს სპეციალურ საკანონმდებლო წინადადებებს, მათი სამშობლოში დაბრუნება-რეინტეგრაციის (რეპატრიაციის) ეფექტური პროგრამის ფორმირებისთვის.
ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის დიასპორებთან.
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებს.
პროექტები:
ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შემსწავლელი კურსები;
ტრენინგები მოქალაქეობის სტატუსის მისაღებ საგამოცდო საკითხებზე;
იურიდიული კონსულტაცია მოქალაქეობისა და ბინადრობის საკითხებთან დაკავშირებით;
ბიზნეს კონსულტაცია საქართველოში მოქმედი სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით.
რეპატრიაციის საკითხების აქტუალიზაციის, ადვოკატირებისა და საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით, სატელევიზიო პროექტის - „დაბრუნება მომავლისთვის“ - განხორციელება საერთო მაუწყებლის ბადეში.
ორგანიზაციის ყველა სერვისი უფასოა.
მისამართი: თბილისი (0102), კოსტა ხეთაგუროვის #36
ცხელი ხაზი:
+995 5 33334403
+995 5 33334404
+995 5 33334405
ელ. ფოსტა: office@repatriation.ge